მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

$224 მილიონის გათეთრების გამო, ყაზახეთში კრიპტობირჟა დახურეს

ყაზახეთი

ფულის გათეთრების ბრალდებით, ყაზახეთის ფინანსური მონიტორინგის სააგენტომ კრიპტობირჟა RAKS-ი დახურა.

როგორც მარეგულირებელი განმარტავს, ამ ბირჟის დახმარებით, განხორციელებული იქნა 224 მილიონი დოლარის მოცულობის არალეგალური ტრანზაქციები.

ამ შემთხვევას განსაკუთრებით ამძიმებს ის ფაქტი, რომ RAKS-ის სერვისებს ასობით ნარკოდილერი იყენებდა მთელი დსთ-ის მასშტაბით, მათ შორის: ყაზახეთში, მოლდოვაში, რუსეთსა და უკრაინაში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, კრიპტობირჟასთან ასოცირებული 4,000-მდე საფულის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება და რამდენიმე მათგანის მფლობელი უკვე იდენტიფიცირებულია.

გამოძიების ფარგლებში, კრიპტობირჟა სრულად დაიხურა, მოხდა აქტივების კონფისკაცია და RAKS-ის მენეჯმენტთან დაკავშირებული პირების დაკავება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები