მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, Google-ის მფლობელი Alphabet-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, სუნდარ პიჩაიმ, გასულ წელს, ანაზღაურების სახით $226 მილიონი მიიღო, - ამის შესახებ კომპანიის მიერ მარეგულირებლისთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში ვკითხულობთ. სუნდარ პიჩაის ანაზღაურება მოიცავს, როგორც ხელფასს, ასევე კომპანიის აქციებით გაცემულ სამწლიან ბონუსს - თანხის უდიდესი ნაწილი, ანუ $210 მილიონი სწორედ სამწლიან ბონუსზე მოდის. ასეთი ტიპის ბონუსი სუნდარ პიჩაიმ 2019 წელსაც მიიღო, როცა მისმა ჯამურმა ანაზღაურებამ $281 მილიონი შეადგინა.
როგორც დოკუმენტიდან ვიგებთ, 2020-2022 წლებში, სუნდარ პიჩაის ყოველწლიური ხელფასი $2 მილიონი იყო, რაც ლოგიკურია, რადგან, მსხვილი კორპორაციების აღმასრულებელი ხელმძღვანელების ანაზღაურების უდიდესი ნაწილი, როგორც წესი, სხვადასხვა ტიპის ბონუსებზე მოდის. ამასთან, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალ წელს, სუნდარ პიჩაისა და კომპანიის სხვა აღმასრულებლების ანაზღაურება შემცირდება, რაც კომპანიის ისტორიაში თანამშრომლების უდიდესი გათავისუფლებას და ხარჯების ოპტიმიზაციას უკავშირდება.
ცნობისთვის: Alphabet-ი რიგით მეოთხე უმსხვილესი საჯარო კომპანიაა მსოფლიოში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.3 ტრილიონს აღემატება.
საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.