23 აპრილის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსს (2025 წლის IV კვარტალი).
11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების - მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
14:00 საათზე, დიასპორის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა: 2020-2025 წლების სტატისტიკის ანალიზი, ძირითადი ტენდენციები, არსებული გამოწვევები და ცვლილების საჭიროებები; მომხსენებლები: დავით გვარამაძე - იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დირექტორი; გიორგი ტაბატაძე - საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორი; 2. დიასპორული მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში: წარმატებული დიასპორული ინვესტიციის მაგალითზე; მომხსენებლები: ნოდარ კომახიძე - საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დირექტორი; მერი გულუა - სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი; შალვა მერებაშვილი - ქალაქ ბრემენის (გერმანია) ქართული სათვისტომოს დამაარსებელი და თავმჯდომარე; „მერებაშვილის მამულის“ (საქართველო) დამფუძნებელი.
24 აპრილი: 1. სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელებული დიასპორული ბიზნეს ინფრასტრუქტურისა და კასპის ტექნო-პარკის დათვალიერება; 2. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ონლაინ შეხვედრა, მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა.
15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად ბრალდებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.




























