23 ივლისს, აშშ-ის კონგრესში, მოლდოვასა და საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, აშშ-ის პოლიტიკაზე მოსმენა გაიმართება.
მოსმენას კონგრესის ევროპის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტი გამართავს და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
მომხსენებლები იქნებიან: სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯოშუა ჰაკი და კრისტოფერ სმიტი, ასევე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილე, ალექსანდრე სოკოლოვსკი. ეს ჩამონათვალი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.