მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

24-25 ნოემბერს გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა დროებით შეიცვლება

619c8a08d4ff7
ინგა მურუსიძე
23.11.21 10:48
485
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, 2021 წლის 15 და 16 ნოემბერს დაგეგმილი იყო პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება, თუმცა უამინდობის გამო, ვერ მოხერხდა.

როგორც bm.ge-ს გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, აღნიშნულიდან გამომდინარე, პროფილაქტიკური სამუშაოები განხორციელდება 2021 წლის 24-25 ნოემბერს.

"კერძოდ, 2021 წლის 24 ნოემბრის 23:00 სთ-დან 25 ნოემბრის 02:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 25 ნოემბრის 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები