მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

24 აპრილის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
23.04.25 20:00
91

24 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი შემდეგია:

11:00 საათზე, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის “ოფისში, “საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის” თავმჯდომარეები და წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე განგრძობითი რეპრესიების თაობაზე, ბრიფინგს გამართავენ.

თემები: საჯარო რეესტრიდან და განათლების სამინისტროდან გათავისუფლებულთა მზარდი სტატისტიკა. ასევე 1 მაისს, კოლმეურნეობის მოედნიდან 10 პროფკავშირი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია რეპრესიებისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მსვლელობას გამართავს.

სპიკერები კახი სამხარაძე - საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თანათავმჯდომარე კონსტიტუციის 78 მუხლი, თავმჯდომარე გიგა სოფრომაძე- თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის „კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ თანადამფუძნებელი და თანათავმჯდომარე ლაშა ფეიქრიშვილი- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი.

11:00 საათზე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გამართავს პრესკონფერენციას.

11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ნიკუშა კაციას სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძისა და მათთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

20:00 საათზე, „თავისუფლების მოედნის" ინიციატივით საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციას დაესწრებიან პოლიტპატიმრების, გიორგი მინდაძისა და თორნიკე გოშაძის მშობლებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები