24 აპრილის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს:
- მოსახლეობის რიცხოვნობა (2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)
- მოსახლეობის რიცხოვნობა (2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)
- მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა (2025 წელი)
- გარე მიგრაციის მაჩვენებლები (2025 წელი)
- მოსახლეობის რიცხოვნობა სქესისა და ასაკის მიხედვით (2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)
- მოსახლეობის რიცხოვნობა სქესისა და ასაკის მიხედვით (2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)
- ძირითადი დემოგრაფიული კოეფიციენტები, 2025 წელი
- საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა და შეწყვეტის მაჩვენებლები (2025 წელი)
12:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, გურამ მაჭარაშვილის, აკაკი ალადაშვილის, თენგიზ შარმანაშვილისა და ალექსანდრე ტაბატაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (265/3-XIმპ, 10.03.2026) (III მოსმენა); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - რატი იონათამიშვილი;
2. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2025 წლის ანგარიში (1-3087/26; 03.04.2026); მომხსენებელი: მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი - ნინო გულიაშვილი.
14:00 საათზე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი შატაკიშვილის, ირაკლი ქადაგიშვილის, ზაზა ლომინაძის, ზაურ დარგალის, არჩილ ბერიძის, ანზორ ბოლქვაძის, შოთა ხაბარელის, ნიკა ელისაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, ზვიად შალამბერიძის, დიმიტრი სამხარაძის, ნინო წილოსანისა და გიორგი ხახუბიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონების პროექტები: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (295/3-XIმპ, 08.04.2026) (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ირაკლი შატაკიშვილი; პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი, ვ. ქარუმიძე;
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, თორნიკე ბერეკაშვილის, ლევან მაჭავარიანისა და მარიამ ლაშხის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (296/3-XIმპ, 15.04.2026) (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ლევან მაჭავარიანი; პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (292/2-XIმპ, 08.04.2026) (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა); მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ზურაბ ეზუგბაია; პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე;
4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (288/2-XIმპ, 08.04.2026) (კომიტეტი წამყვანია, დაჩქარებული წესით, I მოსმენისთვის); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - თამარ იოსელიანი; პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე, ი. ჩხენკელი.




























