24 ივნისის დაგეგმილი ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
10:00 საათზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვა.
10:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, მარიამ ლაშხის, გიორგი ბარვენაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, ლევან მაჭავარიანის, ზაზა ლომინაძის, ვახტანგ თურნავას, ირაკლი კირცხალიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „შრომითი მიგრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.
11:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/71; 18.06.2025) განხილვა I მოსმენით, დაჩქარებული წესით.
11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს: მრეწველობის პროდუქციის ინდექსს. (2025 წლის I კვარტალი)




























