მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

24 მუნიციპალიტეტისთვის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ₾13.6 მილიონი გამოიყოფა

არაშენდა

24 მუნიციპალიტეტისთვის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ₾13.6 მილიონს გამოიყოფა - შესაბამისი განკარგულებით მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს ამ თანხის გამოყოფის ნებართვა მისცა.

13 619 240 ლარი ჩოხატაურის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხონის, ახმეტის, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის, თიანეთის, ამბროლაურის, ლენტეხის, მესტიის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, გარდაბნის, თეთრიწყაროს, წალკის და გორის მუნიციპლიტეტებზე განაწილდება. აქედან ₾1 მლნ-ზე მეტს ახმეტის, ამბროლაურის, ხონის, ტყიბულის და მესიტიის მუნიციპალიტეტები მიიღებენ.

აღნიშნულმა მუნიციპალიტეტებმა მათთვის გამოყოფილი თანხები კონკრეტული პროექტების შესასრულებლად უნდა მიმართონ. პროექტები ძირითადად სოფლებამდე მისასვლელი და საუბნო გზების, ასევე სპორტული და რეკრეაციული სივრცეების, წყალმომარაგების ქსელის მოწყობას მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები