მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

240 ათასი ლარი Covid 19-ის გავრცელების პრევენციისთვის - Coca-Cola-ს დახმარება საქართველოს

5ebd4be850c23
BM.GE
14.05.20 17:36
1509
კომპანია კოკა-კოლა, კოკა-კოლას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია საქართველოში COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ მხარდასაჭერი აქტივობების გასატარებლად ერთიანდებიან.

“მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ საქართველომ კოკა-კოლას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ფინანსური დახმარება მიიღო, 240 000 ლარის ოდენობით და ეს თანხა COVID-19-ის რისკის შემცირებასა და მყისიერი რეაგირების ფარგლებში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დახმარებით განახორციელებს გადაუდებელ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ვირუსის გავრცელების პრევენცია და შემთხვევების დროული აღმოჩენა”,- ნათქვამია Coca-Cola Bottlers Georgia-ს განცხადებაში.