მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

$25-მილიარდიანი გარიგების ჩაშლის გამო, Kroger-მა Albertsons-ს უჩივლა

Kroger

სუპერმარკეტების ინდუსტრიაში დაფიქსირებული უმსხვილესი გარიგება, რომელიც ამერიკული Kroger-ის მიერ Albertsons-ის შესყიდვას უკავშირდებოდა, გასული წლის მიწურულს ჩაიშალა. ამ გარიგების მოცულობა 25 მილიარდი დოლარი იყო და ის 2024 წლის ერთ-ერთი უდიდესი ტრანზაქცია უნდა ყოფილიყო, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ამჯერად, გარიგების ჩაშლის გამო, Kroger-მა სასამართლოს მიმართა და Albertsons-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რაც კონტრაქტის პირობების დარღვევას უკავშირდება.

საინტერესოა, რომ თავად Albertsons-ის მენეჯმენტი Kroger-ს უჩივის, ანუ ამჟამად სასამართლოში ორი ერთმანეთის საპირისპირო სარჩელია შეტანილი და ორივე მხარე ამტკიცებს, რომ გარიგება მის გამო არ ჩაშლილა.

სანამ კომპანიები ასეთ რთულ ვითარებაში აღმოჩნდებოდნენ, გარიგების საკითხის შესწავლა აშშ-ის სასამართლომ დაიწყო, რომელმაც რამდენიმე თვით პროცესის დაპაუზების გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლის განმარტებით, გარიგება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის მაღალ რისკს შეიცავდა, ამიტომ საკითხის შესასწავლად მეტი დრო იყო საჭირო. როგორც ირკვევა, სასამართლომ გარიგება დაბლოკა, რის შემდეგაც Albertsons-ის ხელმძღვანელობამ კონტრაქტის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, ანუ მოლაპარაკებები ამით საბოლოოდ დასრულდა.

აქვე, ჩართული მხარეების შესახებაც გეტყვით, Kroger-ის კაპიტალიზაცია 42 მილიარდ დოლარს აჭარბებს და სუპერმარკეტების ბაზარზე ის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. რაც შეეხება Albertsons-ს, მისი საბაზრო შეფასება $12 მილიარდია და ის 2,500-მდე სუპერმარკეტს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები