მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$25-მილიარდიანი ინვესტიციით BLACKSTONE-მა Data-ცენტრების მშენებლობა დაიწყო

data

მსოფლიოს უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი, Blackstone-ი მორიგ ამბიციურ პროექტს ახორციელებს. ამჯერად ფონდმა 25 მილიარდი დოლარის ინვესტიცია გამოყო, რათა მსოფლიოს უდიდესი Data-ცენტრები ააშენოს.

Blackstone-ის ანალიტიკოსების შეფასებით, მონაცემთა ანალიზზე მოთხოვნა მუდამ მზარდია, კომპიუტერული სიმძლავრის შესაქმნელად კი მასშტაბური Data-ცენტრების მოწყობაა საჭირო, ამიტომაც კომპანია სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს განვითარებას.

ამ გიგანტურ შენობებში ასიათასობით კომპიუტერულ მოწყობილობას განათავსებენ, რომელთა დიდი ნაწილი ხელოვნური ინტელექტის გამოკვებაზე იქნება მიმართული.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Blackstone-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $152 მილიარდს შეადგენს და ის ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს. აქამდე კომპანია, ძირითადად, უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებდა, თუმცა, როგორც ჩანს, Blackstone-ის ახალი საინვესტიციო სტრატეგია ჩვენი თაობის ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიაზე, ხელოვნურ ინტელექტზე გადის.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები