მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

25 ნოემბერს თბილისში GREMO 2025 ჩატარდება

გრემო 2025
11.11.25 09:26
3148

"უსაფრთხო უძრავი ქონება" - ამ სახელწოდებით 2025 წლის 25 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" GREMO 2025 ჩატარდება. სამშენებლო და დეველოპერული სექტორის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია უკვე მე-4 წელია თბილისსა და ბათუმში იმართება.

შეხვედრის მიზანი საქართველოში უძრავი ქონების სექტორის განვითარებაა.

ღონისძიება BMG-სა და გაყიდვების კომპანია Prospect-ის კოლაბორაციით, გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტის" ქოლგის ქვეშ ტარდება. GREMO 2025-ის მთავარი მხარდამჭერია სამშენებლო დეველოპერული კომპანია "ალიანს ჯგუფი."

ღონისძიება ფოკუსირებული იქნება უსაფრთხოების მრავალმხრივ ასპექტებზე, რომლებიც მოიცავს როგორც ფიზიკურ და კონსტრუქციულ მდგრადობას, ასევე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს. აღნიშნული მიმართულებები კი ერთიანად უბნებისა და გარემო პირობების უსაფრთხო და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

შეხვედრის ფარგლებში დამსწრე აუდიტორიას მიმდინარე წლის ტენდენციებზე კვლევის შედეგებს წარუდგენს "თიბისი კაპიტალი." ასევე თემატური პრეზენტაციები ექნებათ კონფერენციაში მონაწილე კომპანიებსაც, რის შემდეგაც პანელური დისკუსია გაიმართება.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტი "ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის" სექტორის რამდენიმე გამორჩეულ წარმომადგენელს დააჯილდოებს.

GREMO 2025-ის მხარდამჭერები არიან დეველოპერული კომპანიები: "იელთი ჯგუფი," "აპექს დეველოპმენტი," კომპანია "არქი," "სიმეტრია," საინჟინრო კომპანია "ბაუმერი", არქიტექტურული ფირმა "ტასჰაბი," "იტონგ საქართველო," კომპანია "Building Solutions" და "სტუდიო კასა."

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ასევე აქვთ TKT.GE-ზე.

შეგახსენებთ, რომ ტელეპროექტი „უძრავი ქონების პროსპექტი“ BMG-ს სატელევიზიო არხზე 3 წელია გადის. გადაცემის წარმდგენია „ალიანს ჯგუფი.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები