მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

26 მარტის ანონსი

bmg

10:30 საათზე, სასტუმრო პულმანში გაიმართება კვლევის პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ექთნებისა და ბებიაქალების უნარების ეკოსისტემისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის პლატფორმის ჩამოყალიბების შესაძლებლობის შესწავლას.

ღონისძიებას გახსნიან: Alkis Vryenios Drakinos - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონალური ხელმძღვანელი; თამარ გაბუნია - საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; თამარ კვინიკაძე - პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; ირინა მარგიშვილი - საქართველოს უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი.

საკონტაქტო ინფორმაცია: ნინო თაყნიაშვილი, პროექტის მენეჯერი, პი ემ სი კვლევითი ცენტრი +995 551112553

ადგილი: პულმანი, აქსის თაუერსი, ჭავჭავაძის გამზირი N37, თბილისი 0179

10:30 საათზე, გაიმართება საჯარო წარდგენა - განხილვა საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფარგლებში არსებული ანალიტიკური ცენტრის (UGSPN – UG Security Policy and Nationalism Center) მიერ დასრულებული კვლევის „საქართელოს თავდაცვის დილემა: რთული არჩევანი რთულ გარემოში“.

მომხსენებლები: შალვა ძებისაშვილი, ირაკლი ლექვინაძე, გიორგი ბილანიშვილი

მის.: სასტუმრო რედისონი, თბილისი, პირველი რესპუბლიკის მოედანი #1

12:00 საათზე, პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

12:00 საათზე, პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

13:00 საათზე, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართება.

14:00 საათზე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართება.

18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ კორძაია ორგანიზაცია „ვეძებ“-ის წარმომადგენლებს შეხვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები