მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები რეფერენდუმზე მეტია - გია ჯაფარიძე

სს

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები რეფერენდუმზე მეტია - ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობას“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თითქოს პროევროპულობას თამაშობს, მაგრამ რეალურად რუსულ საქმეებს აკეთებს, ამიტომ გია ჯაფარიძეს თქმით, მიმდინარე წლის არჩევნებზე წყდება საქართველო ევროპულ გზას აირჩევს თუ რუსეთის.

„რაც ჩვენ 26 ოქტომბერს გველის ეს რეფერენდუმზე მეტია. რეფერენდუმი არის კითხვა პირდაპირი დემოკრატიის ფორმაა, სადაც ერთი კითხვაა და ამ კითხვაზე ან კი-ს ამბობ ან არას. სინამდვილეში 26 ოქტომბერს უფრო მეტი რამე არის სასწორზე. 26 ოქტომბერს ვწყვეტთ გვინდა დაბობოქრობდნენ თავისუფალ, დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოში და გვინდა თუ არა ევროკავშირის ნაწილი გავხდეთ. ეს ევროპული გაერთიანების პროექტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო და იქ არის მუდმივი მშვიდობა. ევროპის გაერთიანება არის უნიკალური სივრცე მშვიდობის, სოციალური დაცულობის, კეთილდღეობის, სადაც 500 მილიონი ადამიანი ერთად ცხოვრობს ამ მშვიდობაში, სტაბილურ განვითარებაში, სოციალურ დაცულობაში. შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში სხვა წერტილები სადაც უფრო მდიდრები არიან ადამიანები და იქ უკეთესი ჯანდაცვაა მაგრამ 500-მილიონიანი საზოგადოება იყოს, რომელსაც აქვს ერთნაირი ხელმისაწვდომობა კეთილდღეობასთან, სოციალურ დაცულობასთან, უსაფრთხოებასთან და მშვიდობასთან, სხვა ასეთი სივრცე არც დღეს არსებობს და არც მანამდე უარსებია - ამ სივრცის ნაწილი იქნება თუ არა საქართველო ეს წყდება 26 ოქტომბერს.

საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რომ რუსეთი არის ამ ქვეყნის მტერი. მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რომ რუსეთს აღიზიანებს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს არსებობა და ასეთ საზოგადოებაში პირდაპირ პრორუსულობას ვერ გაყიდი. უნდა ითამაშო პროევროპულობა, პროდასავლუტობა და აკეთო რუსული საქმეები, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები