მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

27 იანვარს EU ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უვიზოს გაუუქმებს - რიკარდ იოზვიაკი

ევროკავშირი-საქართველო

რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს, რომ ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტების უვიზო მიმოსვლის გაუქმებას. მისივე ინფორმაციით, 27 იანვარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ საკითხზე უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"უნგრეთი და სლოვაკეთი არ დაუჭერენ მხარს, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობა არსებობს",- წერს იოზვიაკი.

ევროპულმა საბჭომ 16 დეკემბრის სხდომაზე გადაწყვიტა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. საქართველოში დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს ფლობენ უმაღლესი თანამდებობის პირები; პარლამენტის წევრები; გენერალური პროკურორი; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი და სხვა თანამდებობის პირები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები