მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

27 სექტემბერს "უძრავი ქონების პროსპექტი" "შერატონში" ღონისძიებას გამართავს

პროსპექტი
BM. GE
12.09.24 15:40
502

BMG-ის გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტი" საკონსულტაციო კომპანია "პროსპექტთან" პარტნიორობით, 27 სექტემბერს, საღამოს 19:30 სთ-დან სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

ღონისძიების ფარგლებში სექტორის წარმომადგენლებთან სამშენებლო & დეველოპერულ სექტორებში არსებულ ტენდენციებს და გამოწვევებს მიმოვიხილავთ. უახლოესი კვლევის შედეგებს დამსწრე აუდიტორიას „თიბისი კაპიტალი“ წარუდგენს.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია განსხვავებული აქცენტებით.

ღონისძიების ფარგლებში შევაჯამებთ სატელევიზიო სივრცეში გადაცემის არსებობის 2 წლის შედეგებს და მოგიყვებით სამომავლო გეგმების შესახებაც. დასკვნით ნაწილში "უძრავი ქონების პროსპექტი“ დააჯილდოებს სექტორის წარმომადგენლებს სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით.

ღონისძიების მხარდამჭერია „თიბისი კაპიტალი“,

ღონისძიების პარტნიორები - „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი,“ ფასეული უძრავი ქონების კომპანია „სიმეტრია,“ კომპანია CMC, „ციტადელი“ და „მაქსთერმი.“ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიებთან.

შეგახსენებთ, რომ ტელეპროექტი „უძრავი ქონების პროსპექტი“ BMG-ს სატელევიზიო არხზე 2 წელია გადის. გადაცემის წარმდგენია „ალიანს ჯგუფი.“

გადაცემის სპონსორია „ტექტო ჯგუფი,“ „ბენე კომფორტი“ და „ჯეტექსი.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები