მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

28 205 ინფიცირებულიდან 18 61 პაციენტი ბინაზე მკურნალობს, 2734 - კლინიკურ სასტუმროში

5fd864713c5a6
ინგა მურუსიძე
15.12.20 11:25
620
მთავრობის უწყებათშორის საბჭოსთან არსებული საგაბგებო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 205, საიდანაც 6 710 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 890, აჭარაში - 819, იმერეთში - 1 364.

გარდა ამისა, 2 734 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 836 - თბილისში, 1 336 - აჭარაში, 244 - იმერეთში. 18 761 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

„საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 969 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 266, აჭარაში -168, ხოლო იმერეთში - 15.
სულ 6 ოქტომბრიდან - 14 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 445 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 993 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 105 პირი, აჭარაში - 8 251, იმერეთში - 6 007“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები