მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

28 ერთეული გაუმჯობესებული B2 ბომბდამშენი შევუკვეთეთ - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალები დამატებით 28 გაუმჯობესებულ B-2 ბომბდამშენს შექმნის. ტრამპის განცხადებით, მწარმოებლებისთვის შეკვეთა უკვე მიცემულია, მსოფლიოში უალტერნატივო გამანადგურებელ თვითმფრინავების ახალი დანაყოფი კი არსებულ საჰერო ფლოტილიას 2030-2035 წლებში ჩაანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ ერთი ერთეულის აგებას, საშუალოდ, 6-7 წელი სჭირდება. ღირებულება კი ერთ ერთეულზე, სავარაუდოდ, $2 მილიარდამდე იქნება.

ბომბდამშენების ახალ პარტიაზე საუბარი დონალდ ტრამპმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზაფხულში, ირანის წინააღმდეგ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია გაიხსენა და აღნიშნა, რომ სწორედ B2-ების დამსახურებით მოახერხა ამერიკა ირანის ბირთვული პროგრამის უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებს ამჟამად 21 ერთეული B2 Spirit აქვს. საუბარია მომავლის იარაღზე, რომლის ანალოგიც არცერთ კონკურენტ თუ მოკავშირე სახელმწიფოს დღემდე არ შეუქმნია. ის ნებისმიერი სახელმწიფოს სივრცეს წარმოუდგენელი სიჩქარით კვეთს და სამხედრო ოპერაციას ისე ახორციელებს, რომ მისი აღმოჩენა ვერც კი ხერხდება. ტრამპი აღნიშნავს, რომ გაუმჯობესებული B2-ები ამერიკის მომავალ სტრარეგიულ საჭიროებებს მოემსახურება, რაშიც, მათ შორის, უნდა განიხილებოდეს სამხედრო კონფრონტაცია აზიურ გიგანტთან, ჩინეთთან, რომელსაც ამერიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოკავშირის, ტაივანის დაპყრობა მრავალი წელია დაანონსებული აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები