მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

28 მუნიციპალიტეტს ცალკეული პროექტებისთვის ₾413,8 მლნ ორი სახელმწიფო ფონდიდან გამოეყოფა

გზის რეაბილიტაცია

მუნიციპალიტეტებს ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების შესასრულებლად თანხები მაღალმთიანი დასახლებების და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდებიდან გამოეყოფა. შესაბამისი განკარგულებები „ოცნების“ მთავრობამ გამოსცა.

ერთ-ერთი განკარგულების თანახმად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს 400 მლნ ლარი გამოეყოფა. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან კი 13 879 936 ლარი. აღნიშნული თანხები 28 მუნიციპალიტეტში, ძირითადად, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას მოხმარდება. მათ შორის ყველაზე მოცულობითი ფულადი რესურსები ქუთაისის, ოზურგეთის და საჩხერის მუნიციპალიტეტებისკენ მიიმართება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მცხეთის, საჩხერის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებს ორივე ფონდიდან გამოეყოფათ ფულადი რესურსი.

კერძოდ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შემდეგ რვა მუნიციპალიტეტს გამოეყოფა თანხები:

  1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 10 926 761 ლარი
  2. თერჯოლის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 5 383 132 ლარი
  3. საჩხერის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 7 918 990 ლარი
  4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 13 989 101 ლარი
  5. მცხეთის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 7 095 571 ლარი
  6. ამბროლაურის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 5 709 064 ლარი
  7. ლენტეხის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 4 283 350 ლარი
  8. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 5 289 608 ლარი

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან კი შემდეგ მუნიციპალიტეტებს გამოეყოფათ თანხები:

  1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 1 მლნ ლარი
  2. საჩხერის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 300 000 ლარი
  3. ტყიბულის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 300 000 ლარი
  4. ჭიათურის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 300 000 ლარი
  5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 278 800 ლარი
  6. ხონის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 1 მლნ ლარი
  7. ახმეტის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 2 702 312 ლარი
  8. გურჯაანის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 493 287 ლარი
  9. თელავის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 300 000 ლარი
  10. საგარეჯოს მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 300 000 ლარი
  11. სიღნაღის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 401 298 ლარი
  12. მცხეთის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 300 000 ლარი
  13. ამბროლაურის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 1 299 250 ლარი
  14. ცაგერის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 804 989 ლარი
  15. მესტიის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 1 მლნ ლარი
  16. ბორჯომის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 300 000 ლარი
  17. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 300 000 ლარი
  18. გარდაბნის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 1 მლნ ლარი
  19. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 300 000 ლარი
  20. მარნეულის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 300 000 ლარი
  21. გორის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 300 000 ლარი
  22. კასპის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 300 000 ლარი
  23. ხაშურის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 300 000 ლარი

ცნობისთვის, 17 მარტის განკარგულების თანახმად, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის მთავრობამ ₾20 მლნ გამოყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები