28 ნოემბერს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.
2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. მის ამ განცხადებას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება.
"28 ნოემბერს ერთი წელი გადის მას მერე, რაც "ქართული ოცნების" არალეგიტიმურმა, რუსულმა და უღირსმა რეჟიმმა, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს “ღირსებით ევროპისკენ” სვლას ჰპირდებოდა, ღიად თქვა უარი ქვეყნის ევროპულ გზაზე.
1 წელია თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი რეჟიმის მიერ ადამიანების სისტემურ წამებას, ღირსების შემლახავ მოპყრობას, მათ მძევლად აყვანას, უწყვეტი, მტკიცე ბრძოლითა და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით პასუხობს.
28 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საიდანაც გაიმართება საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ. ჩვენ აქ ვართ, ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით ბოლომდე, გამარჯვებამდე!"- აცხადებენ პროტესტის ორგანიზატორები.
























