მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

28 ნოემბრიდან აქციებზე, 300-ზე მეტი ადამიანი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა - TI

სს
06.12.24 21:42
4170

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 28 ნოემბრიდან აქციებზე დაკავებულ მომიტინგეთა შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ ამ დრომდე 400-მდე ადამიანი დააკავეს, მათგან ადმინისტრაციული წესით 350-ზე მეტი, ხოლო სისხლის სამართლის წესით 26.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

"დაკავებულთა ასაკი 15-დან 60 წლამდეა. მამაკაცებთან ერთად დააკავეს ქალები და ბავშვები. დაკავებულთა შორის 7 უცხოელია. მოსამართლეები იყენებენ მკაცრ სანქციებს: ჯარიმა 2000-3000 ლარი ან პატიმრობა 4-დან 14 დღემდე. 80-ზე მეტ დაკავებულს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა. ადვოკატებისთვის დაკავებულების ადგილსამყოფელი საათების მანძილზე უცნობია. მოსამართლეები გადაწყვეტილებას პოლიციელების ჩვენების საფუძველზე იღებენ და ადვოკატების მტკიცებულებებს არ ითვალისწინებენ. არცერთ ნაცემ ან წამების მსხვერპლ დაკავებულზე მოსამართლეს არ მიუმართავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის. მოსამართლეები არ აძლევენ დაკავებულებს საშუალებას უამბონ ცემისა და წამების შესახებ. მოსამართლეები ამბობენ, რომ ეს მათ არ ეხებათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ცნობით, ამ დრომდე არცერთი პოლიციელი არ დასჯილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები