მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

28 ოქტომბერს, 19:00 საათზე, პრეზიდენტი აქცია/დემონსტრაციას აანონსებს

პრეზიდენტი

"მინდა ყველა მოგიწვიოთ ხვალ, საღამოს 7 საათზე, რუსთაველზე, იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს" - ამის შესახებ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და მას რუსეთის მხრიდან დაპყრობის ახალ ფორმად მიიჩნევს. პრეზიდენტის თქმით, საქართველომ უნდა დაანახვოს მსოფლიოს, რომ დემოკრატიული არჩევნების უფლებას არ დათმობს.

"არ ვაღიარებთ არჩევნებს. არ ვეგუებით რუსეთს და მის ამ ფორმით შემოსვლას საქართველოში, ახალი ფორმის დაპყრობას. ჩვენ დავდგებით ერთად, ჩემთან ერთად არიან ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და იცავდნენ სწორედ ევროპულ მომავალს, ქარტიას… მათთან ერთად მინდა ყველას გითხრათ და მოგიწვიოთ ხვალ, საღამოს 7 საათზე, რუსთაველზე, იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეთს, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა, რაც მთავარია, ჩვენი მომავალი და ის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ ჩატარდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. ამ უფლებას არავის დავუთმობთ, ეს არის ჩვენი, ეს არის თქვენი და ხვალ ამას ერთად ვიტყვით - ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა, ყველანი ერთად გამოვუცხადებთ მსოფლიოს ამას.

მინდა ასევე მივმართო ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრიდან, ყველანი მადლობელი ვართ, მაგრამ საზღვრებს გარეთ ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მომავლის დაცვა, ამ რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის, ევროპული მომავლის დაცვა - ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები