საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი განსახილველად მიიღო.
სარჩელით "ქართული ოცნება" ითხოვს ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას, მათ შორისაა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.
"მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“). საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი", - აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პლენუმის შემადგენლობაში შედიან:
- რევაზ ნადარაია;
- ევა გოცირიძე;
- გიორგი თევდორაშვილი;
- გოგა კიკილაშვილი;
- სერგო მეთოფიშვილი;
- გიორგი მოდებაძე;
- ვასილ როინიშვილი
























