მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

28 ოქტომბრიდან ტექნიკური უნივერსიტეტი სწავლების "ჰიბრიდულ მოდელზე" გადადის

5f8d9d2cf3584
ინგა მურუსიძე
19.10.20 19:20
1212
უმაღლეს სასწავლებლებში დღეს სწავლა ნაწილობრივ აღდგა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ იქ, სადაც შესაძლებელია სწავლის გაგრძელება ონლაინ, უნივერსიტეტებს ამის საშუალება აქვთ, თუმცა არსებობს ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები, რომლებიც აუცილებლად აუდიტორიებში უნდა ჩატარდეს და მათ შეუძლიათ, სწავლა ჩვეულებრივ დაიწყონ.

სწავლა დაიწყო დღეს ნაწილობრივ ტექნიკურ უნივერსიტეტშიც. როგორც რექტორის მრჩეველმა თამარ ლომინაძემ bm.ge-ს უთხრა, უნივერსიტეტში სწავლა ნაწილობრივ დაიწყო, თუმცა 28 ოქტომბრიდან უნივერსიტეტი სრულად „ჰიბრიდულ მოდელზე“ გადადის. 

“დღეს შერეულ რეჟიმში დავიწყეთ სასწავლო პროცესი. ეს ნიშნავს იმას, რომ სადაც შეგვეძლო ონლაინ სწავლება დაგვეტოვებინა - ასეც მოხდა, ლექციები ტარდება ონლაინ, თუმცა ვართ საინჟინრო უნივერსიტეტი, ამიტომ საჭიროა, ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება და სადაც ეს ხორციელდება, აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია არის დაცული. ვიცით, რომ ქვეყანაში არსებობს მოწყვლადი ჯგუფები (ორსულები, შშმ პირები), რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეუძლია სასწავლო პროცესში ჩართვა და ასეთ ჯგუფებთან დაკავშირებით გვაქვს შეთავაზება - მათ ვთავაზობთ ინდივიდუალურ სასწავლო გრაფიკს და თუკი სემესტრის განმავლობაში ვერ შეძლებენ რომელიმე სასწავლო კომპონენტის გავლას, ექნებათ ყველაფრის აღდგენის შესაძლებლობა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიცვათ სტუდენტი, დავიცვათ მასწავლებელი და ვაკეთებთ ყველაფერს, თუმცა ვცდილობთ სტუდენტებს შესაბამისი განათლება მივცეთ“, - განაცხადა ლომინაძემ. 

მისივე ინფორმაციით, სპეციალური საჭიროებების სტუდენტებს ონლაინ სწავლებისთვის რაიმე სანქცია არ დაემუქრებათ. 
როგორც ლომინაძე ამბობს, დღეს სტუდენტების საკმაოდ დიდი ოდენობა იყო წარმოდგენილი უნივერსიტეტში, თუმცა ადმინისტრაცია რეგულაციებს შესრულებას აკონტროლებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები