მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

285 წლის ლიმონი აუქციონზე 1 780 დოლარად გაიყიდა

285 წლის ლიმონი

აუქციონებზე, როგორც წესი ანტიკური და ისტორიული ნივთები ძალიან ძვირად იყიდება, რაც საზოგადოების ყურადღებას მაშინვე იპყრობს. ამჯერად კი აუქციონზე გამოვიდა ნივთი, რომელიც ანტიკურია, თუმცა ზედმეტად უცნაური ამ წოდებისთვის - 285 წლის ლიმონი.

ინგლისში, შროპშირში ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, გარდაცვლილი ბიძისგან მემკვიდრეობით ლიმონი მიიღო, რომელიც მე-19 საუკუნით დათარიღებული კაბინეტის ერთ-ერთ უჯრაში იპოვეს. ლიმონი Bretells-ის სააუქციონო სახლს გადაეცა და ის დაახლოებით იგივე ასაკისაა, რამდენისაც აშშ-ს პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი.

დაძველებულ და გამხმარ ციტრუსს აქვს ამოტვიფრული წარწერა: “გადაეცემა ქალბატონ E.Baxter-ს ბატონი P.Lu.Franchini-სგან 1739 წლის 4 ნოემბერს.”
აუქციონზე გამოტანილი ლოტის შეძენის სურვილი საკმაოდ ბევრმა გამოთქვა და მისი საწყისი ფასი 40 დოლარი იყო, თუმცა საბოლოოდ თითქმის სამი საუკუნის ლიმონი 1 780 დოლარად გაიყიდა.

აუქციონების ისტორიას მრავალი მსგავსი უცნაური ნივთი ახსოვს, მაგალითად 2000 წელს Ebay-ის აუქციონზე ჯასტინ ტიმბერლეიკის ნახევრად შეჭმული ფრნაგული ტოსტი 785 გირვანქად გაიყიდა, ხოლო იმავე წელს ბრიტნი სპირსის გამოყენებული საღეჭი რეზინის ფასმა 10 ათასი გირვანქა სტერლიგნი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები