მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

29-30 ნოემბერს 60-ზე მეტ დაკავებულზე შემოვიდა ინფორმაცია - ნონა ქურდოვანიძე

საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, 29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

"ყოველწუთიერად შემოდის ინფორმაცია დაკავებულების შესახებ ცხელ ხაზზე.

29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია.

ადვოკატები ცდილობენ მათი ადგილსამყოფლის დაზუსტებას. ხშირად ეს მყისიერად ვერ ხდება და სჭირდება გარკვეული დრო მათ მოძებნას.

დაკავებულების მეგობრებო და ოჯახის წევრებო - შეგვატყობინეთ დაკავებულების შესახებ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მათ სწრაფად შეხვდეს ადვოკატი. არავინ დარჩება ადვოკატის გარეშე.

ამ ნომერზე დაგვირეკეთ - 577070563", - წერს ნონა ქურდოვანიძე Facebook-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები