30 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით სულ 2 505 996 აცრაა ჩატარებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 287 341 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 44.8%-ს შეადგენს.
დღეისთვის ქვეყანაში სრულად 1 145 424 ადამიანია ვაქცინირებული, რაც 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 39.9%-ს შეადგენს. ამასთან ბუსტერ დოზა 71 926 ადამიანს აქვს გაკეთებული.
უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სულ 8 615 ადამიანი აიცრა, რეგიონების მიხედვით აცრების მაჩვენებელი კი ასეთია: თბილისი - 2 982; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 948; იმერეთი - 1 219; ქვემო ქართლი - 885; აჭარა - 780; კახეთი - 540; გურია - 429; შიდა ქართლი - 413; სამცხე-ჯავახეთი - 210; მცხეთა-მთიანეთი - 159; რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთი - 50.




























