მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

29 დეკემბრის შემდეგაც პრეზიდენტი ვიქნები - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტად 29 დეკემბრის შემდეგაც დარჩება. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა თქვა, რომ არც მუქარის არ ეშინია და იგი თავისი სიმბოლიკით, დატვირთვით იქნება პრეზიდენტი.

„29-ზე ძალიან ბევრი რამ ისმის. ვიღაცებს ჰგონიათ, შემაშინებენ. მუქარით მელაპარაკებიან, მაგრამ მგონი ვერ მიცნობენ. ეს არის მცდელობა, ამაგდონ, და ვთქვა - აბა რა... მეორე მხრივ, მესმის საზოგადოებიდან და ბევრი ჯგუფიდან, რომ დავიცავთ პრეზიდენტსო. დასაცავიც არ ვარ და არც მეშინია.

ვნახოთ სად ვიქნები, მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ - პრეზიდენტი, თავისი სიმბოლიკით, დატვირთვით და დამოუკიდებლობით. იქნება ეს პრეზიდენტი ყველას მსახური“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აქციაზე მისულ ზურაბიშვილს სიტყვის ბოლომდე წარმოთქმის საშუალება არ მიეცა, ტექნიკური ხარვეზების გამო, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლების მოწყობილი იყო. იქამდე, პოლიციამ აქციის მონაწილეებს გამოსვლისთვის საჭირო აპარატურის მიტანაში ხელი შეუშალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები