მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

3 000-ზე მეტი თანამშრომლიდან 60% სრულად ვაქცინირებულია - RMG

6151c1bda6342
ინგა მურუსიძე
28.09.21 09:00
539
საქართველოში 15 მარტიდან დღემდე ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. მთავრობის გაცხადებული მიზანია, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრას, თუმცა ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებული მოზრდილი მოსახლეობის 27.2%-ია.

ვაქცინაციის კამპანიას უერთდება კერძო სექტორი. კომპანია RMG თანამშრომლების ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„RMG-ში დასაქმებული 3 000-ზე მეტი თანამშრომლიდან, ამ დროისთვის ვაქცინირებულია 82%, აქედან, ორჯერადად აცრილია კომპანიაში დასაქმებულთა 60%“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები