მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელი პანდუსი ჩაიკეტება

12

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის კმ1-კმ6 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც საჭიროა, 2026 წლის 3 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით, საავტომობილო გზის კმ0+800-ზე მარცხენა მხარეს არსებული ჩამსვლელი პანდუსის ჩაკეტვა.

მოძრაობის ჩაკეტვის პერიოდში, ნარეკვავიდან თბილისის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქალაქ მცხეთის გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზისა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები