მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

3-4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით რეისები აღარ შესრულდება - საქართველოს რკინიგზა

რკინიგზა

უამინდობის გამო, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ - ამის შესახებ "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაშია აღნიშნული.

"საქართველოს რკინიგზის" ცნობით, ამ პერიოდში იმოძრავებს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი.

"ძვირფასო მგზავრებო, გაცნობებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის გამო, მატარებლებს გადაადგილებისას გზაზე, პერიოდულად იქმნება სხვადასხვა სახის დაბრკოლებები. არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ. იმოძრავებს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ",- აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები