მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

3 ათასამდე ამერიკელი მოხალისე უკრაინაში საბრძოლველად მზადაა – უკრაინის საელჩო აშშ–ში

62246ffa74d29
სალომე მეცხვარიშვილი
06.03.22 12:21
1737
3 ათასამდე ამერიკელი მოხალისე უკრაინაში საბრძოლველად მზადაა – ინფორმაციას “ამერიკის ხმა” აშშ–ში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. ამერიკის ხმა წერს, რომ მოხალისეებს შორის ვეტერანი სამხედროები არიან.

საელჩოს ინფორმაციით, სწორედ ამდენი ადამიანი გამოეხმაურა მათ მოწოდებას, რომ იბრძოლონ უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის ოფიციალური პირები რამდენიმე დღის წინ "საერთაშორისო ლეგიონის" შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ და მოხალისეებს მსოფლიოს მასშტაბით მოუწოდეს, გამოვიდნენ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ზელენსკი დაახლოებით 16 ათასამდე მოხალისეს ელოდება.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთის ქვეყნები უკრაინას აწვდიან იარაღს, თუმცა სამხედროებს უკრაინაში საბრძოლველად არ აგზავნიან. დასავლეთი უკრაინის მხარადსაჭერად რუსეთს მძიმე ეკონომიკურ სანქციებსაც უწესებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები