დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 3 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 21 655 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 147 636 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 4 260 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 124 568-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს, ზრდა 2 947 იყო.
გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 1 387-ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 45 ადამიანი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, 3 დეკემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 1 974 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 3 867 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 6 561 პირია.
NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 550 978 მეტი PCR-ტესტია ჩატარებული.