მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

3 იანვარს, როდესაც ახალი კონგრესი ფიცს დადებს, „მეგობარი აქტი“ ხელახლა იქნება წარდგენილი - ჯო უილსონი

ჯო უილსონი
31.12.24 00:26
4958

3 იანვარს, როდესაც ახალი კონგრესი ფიცს დადებს, „მეგობარი აქტი“ ხელახლა იქნება წარდგენილი კონგრესში, ორპარტიული მხარდაჭერით - როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მხრიდან - ამის შესახებ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში „მეგობარი აქტის“ ავტორმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელი კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა.

"ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამერიკის ერთგულებას და მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც ახალი კონგრესი განიხილავს - სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ადრე, როგორიცაა ენერგეტიკა, საზღვრების უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება.

ტრამპის გუნდის ლიდერები, როგორებიც არიან [მომავალი სახელმწიფო მდივანი] მარკო რუბიო - ადამიანი, რომლის ოჯახსაც კომუნისტური კუბის დატოვება მოუხდა და ამიტომაც, პირად მაგალითზეც კარგად ესმის ტოტალიტარიზმის საშიშროება, ასევე [მომავალი ელჩი გაეროში] ელის სტეფანიკი და [მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში] მაიკ უოლცი - ეს ხალხი საქართველოს კარგად იცნობს, ისინი გულშემატკივრობენ დემოკრატიულ, თავისუფალ საქართველოს და ამ საქმეში წამყვან როლს შეასრულებენ. მათი მიზანი იქნება, რომ საქართველოს თავისუფლება და დემოკრატია პრიორიტეტად დარჩეს [ამერიკისთვის]", - განაცხადა ჯო უილსონმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები