ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებით, MEGOBARI Act-ი აუცილებლად დამტკიცდება. როგორც მან ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში აღნიშნა, ვადები ამ დრომდე გაურკვეველია, რადგან აშშ-ში მთავრობის საქმიანობა დროებით შეჩერებულია.
"მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, როგორც უკვე გითხარით, სწორედ ქართველი ხალხი გახდა შთაგონება ამერიკელებისთვის, მეგობარმა აქტმა 90%-იანი მხარდაჭერა მიიღო წარმომადგენელთა პალატაში, ხოლო 95%-იანი მხარდაჭერა სენატში, მაგრამ ზედა პალატაში შეფერხება უბრალოდ საკანონმდებლო პროცესია და ჩვენ ამას გადავლახავთ.
დღეს აშშ-ში გვაქვს მთავრობის საქმიანობის დროებითი შეჩერება - იგივე "შათდაუნი". ეს ერთგვარი ჩიხია რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის. ეს აფერხებს კონგრესს ფუნქციონირებას, უკვე 3 კვირაა ვერ შევიკრიბეთ. სენატში ბიუჯეტის დამტკიცებას 60 ხმა სჭირდება, რესპუბლიკელებმა მოიპოვეს 55 ხმა, მაგრამ ვიდრე 60 ხმა არ გვექნება, აშშ-ის მთავრობის მუშაობა და სხვა კანონპროექტები შეჩერდება. ეს და ამ ყველაფერს არავითარი კავშირი არ აქვს მეგობარ აქტთან, ეს შიდა პოლიტიკურ უთანხმოებებს ეხება, რაც დემოკრატიის პრინციპებითაა გამოწვეული. ყველას ხმა უნდა იყოს გათვალისწინებული, ამ გადაწყვეტილებას კი 60 ხმა სჭირდება. ასე რომ მეგობარი აქტი, საბოლოოდ აუცილებლად დამტკიცდება, რადგან ის შთაგონებულია საქართველოს ხალხის მიერ", - განაცხადა ჯო უილსონმა "გეოპოლიტიკას" ეთერში.




























