მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

3 თვეში საქართველოში $27.8 მლნ-ის ელექტრომობილები შემოვიდა, $11.7 მლნ-ის რეექსპორტზე გავიდა

იმპორტი

2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი ფაქტობრივად გაორმაგებულია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ამ პერიოდში 27 მილიონ 871 ათასი დოლარის ღირებულების 1 565 ელექტრომობილი შემოვიდა. ღირებულებით იმპორტი 85.4%-ით, რაოდენობაში კი 108.1%-ით გაიზარდა.

პირველ კვარტალში შემოყვანილი თითოეული ელექტრომობილის საშუალო ღირებულება 17 809 დოლარი იყო, მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში მანქანის საშუალო ფასი 20 000 დოლარამდე იყო.

3 თვის ჭრილში ელექტრომობილების იმპორტის სტატისტიკა წლების მიხედვით მზარდია. ბოლო 5 წლის განმავლობაში იანვარ-მარტის ტენდენცია ასეთია:

2025 წლის 3 თვე - $27.8 მლნ, 1 565 ცალი;

2024 წლის 3 თვე - $15 მლნ, 752 ცალი;

2023 წლის 3 თვე - $12.1 მლნ, 423 ცალი;

2022 წლის 3 თვე - $3.6 მლნ, 120 ცალი;

2021 წლის 3 თვე - $1.4 მლნ, 91 ცალი.

ქვეყანაში ელექტრომობილები ძირითადად აშშ-დან შემოდის, რაც იმპორტის 62%-ს შეადგენს. წლის ამ პერიოდშიც ამ ტიპის მსუბუქი ავტომობილების იმპორტის ზრდაც ამერიკიდან შემოყვანის გაზრდილი მაჩვენებლით არის განპირობებული.

ელექტრომობილების TOP-10 იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. აშშ - $17.4 მლნ, 1 192 ცალი;
  2. ჩინეთი - $4.1 მლნ, 173 ცალი;
  3. გერმანია - $2.2 მლნ, 40 ცალი;
  4. ბელგია - $1.7 მლნ, 42 ცალი;
  5. იაპონია - $486 ათასი, 71 ცალი;
  6. აზერბაიჯანი - $463 ათასი, 10 ცალი;
  7. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $382 ათასი, 3 ცალი;
  8. გაერთიანებული სამეფო - $363 ათასი, 2 ცალი;
  9. კანადა - $253.9 მლნ, 18 ცალი;
  10. პოლონეთი - $121 ათასი, 4 ცალი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოდან ელექტრომობილების რეექსპორტიც ხდება, რაც იმპორტის ზრდის პარალელურად მატულობს. იანვარ-მარტში საქართველოდან რეექსპორტზე 11 მილიონ 774 ათასი დოლარის ღირებულების 433 მანქანა გავიდა. მაშინ როდესაც გასულ წელს ამავე პერიოდში მხოლოდ $2.5 მლნ დოლარის 85 ავტომობილის რეექსპორტი მოხდა.

საქართველოდან ელექტრომობილების რეექსპორტი შემდეგ ქვეყნებში ხდება:

  1. სომხეთი - $4.4 მლნ, 139 ცალი;
  2. ყირგიზეთი - $3.8 მლნ, 129 ცალი;
  3. ყაზახეთი - $2.1 მლნ, 94 ცალი;
  4. უზბეკეთი - $604 ათასი, 28 ცალი;
  5. აზერბაიჯანი - $398 ათასი, 21 ცალი;
  6. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $227 ათასი, 3 ცალი;
  7. უკრაინა - $134 ათასი, 14 ცალი;
  8. ტაჯიკეთი - $56 ათასი, 3 ცალი;
  9. მოლდოვა - $39 ათასი, 2 ცალი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები