მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

30 ივლისის მდგომარეობით, ენერგეტიკულ ბირჟაზე 11,500 მგვტ. ელექტროენერგიაა ნავაჭრი - Galt & Taggart

ენერგეტიკული ბირჟა

Galt & Taggart-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 30 ივლისის მდგომარეობით, ენერგეტიკულ ბირჟაზე ჯამურად 11 500 მგვტ ელექტროენერგიაა ნავაჭრი.

6-ჯერ გადავადების შემდეგ პირველ ივლისს ამოქმედებულ ბირჟაზე პირველი გარიგება 3 კვირის შემდეგ 23 ივლისს შედგა.

„23 ივლისს ბირჟაზე პირველი გარიგება შედგა. 24 ივლისის დღისთვის 1,009 მგვტ. ელექტროენერგია გაიყიდა, საშუალო ფასი მგვტ.სთ-ზე 126.43 ლარი (44.56 აშშ დოლარი) დაფიქსირდა, რაც კვტ.სთ-ზე 12.64 თეთრია (4.5 აშშ ცენტი).

გარიგების მხარეები ბირჟაზე ოფიციალურად არ საჯაროვდება, თუმცა თავად კომპანიამ გამოაცხადა, რომ პირველი ისტორიული ვაჭრობის გამყიდველი მხარე ეპ ჯორჯია გენერაცია იყო.

2024 წლის 30 ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე ჯამურად 11,500 მგვტ. ელექტროენერგიაა ნავაჭრი. საშუალო ფასი მგვტ.სთ-ზე კვლავ 126.43 ლარია. ბაზრის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ ეს ფასი მომავალ სავაჭრო სესიებზე გაიზრდება“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

Galt & Taggart-ში აღნიშნავენ, რომ როგორც დაგეგმილი იყო, ბაზარი ეტაპობრივად სრულად ამოქმედდება. ამ ეტაპზე, ვაჭრობა ნებაყოფლობითია და უბალანსობის სისტემა არ მოქმედებს. თავდაპირველად ბირჟაზე ოთხი მონაწილე დარეგისტრირდა, რაც მოგვიანებით 13-მდე გაიზრდა.

„მიუხედავად ამისა, პირველი სამი კვირის განმავლობაში ბირჟაზე გარიგება არ დადებულა. როგორც ბაზრის მონაწილეები განმარტავდნენ, მყიდველისა და გამყიდველის შეთავაზებული ფასები ნელი ტემპით უახლოვდებოდა ერთმანეთს. ეს მოსალოდნელიცაა, ვინაიდან ბირჟაზე პირველი გარიგება შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ფასების ერთგვარი საორიენტაციო ნიშნული მოკლევადიან პერიოდში. შესაბამისად, პირველი გარიგების დადება მყიდველებს მაღალ ფასად, ხოლო გამყიდველებს დაბალ ფასად არ სურდათ“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები