მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებამდე კვლავ რჩება რამდენიმე ბუნდოვანი საკითხი - G&T

ენერგეტიკული ბირჟა

ექვსჯერ გადავადების შემდეგ, ენერგეტიკული ბირჟამ ფუნქციონირება 2024 წლის პირველ ივლისს უნდა დაიწყოს.

Galt & Taggart-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ამოქმედებამდე კვლავ რჩება რამოდენიმე ბუნდოვანი საკითხი. კერძოდ:

1) სექტორის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია გაიყიდება თუ არა იმპორტირებული ელექტროენერგია ბირჟაზე. მათი მოლოდინით, ბირჟაზე მოხვედრილი იმპორტირებული
ელექტროენერგია ტარიფს გაზრდის.

2) მნიშვნელოვანია ცხადი პოლიტიკა უბალანსობის მიმართ. ახალი ბაზრის მოდელის მიხედვით, უბალანსობაზე პასუხისმგებელ პირს (როგორც მწარმოებელს, ასევე მომხმარებელს) ფინანსური ჯარიმა ეკისრება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია რა მიდგომა ექნება სახელმწიფოს პირველ ეტაპზე.

საინვესტიციო ბანკის მიმოხილვით, ამ ეტაპზე, კანონქვემდებარე აქტებში ცვლილება არ შესულა, თუმცა აქტიურად განიხილება ბაზრის ეტაპობრივად ამოქმედება და სრულ გახსნას, სავარაუდოდ, რამოდენიმე წელი დასჭირდება. პირველ ეტაპზე, ვაჭრობა შესაძლოა ნებაყოფლობითი იყოს და მასში მონაწილეობას მიიღებენ ტრეიდერები, თავისუფალი მიმწოდებლები, ელექტროენერგიის მწარმოებლები და მსხვილი/პირდაპირი მომხმარებლები. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, შემდეგი ეტაპები სავალდებულო დღიური ბაზარი, ბოლოს კი საათობრივი ბაზარი იქნება. სექტორის მოთამაშეები ბირჟის ეტაპობრივად ამოქმედებას მიესალმებიან და მიიჩნევენ, რომ ერთიანი ამოქმედება ნაჩქარევი იქნებოდა არსებული რისკების გათვალისწინებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები