მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

31 აგვისტოს ჩინეთი მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლებს

ჩინეთი
BM. GE
26.08.25 00:20
6931

31 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ჩინეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს გამართავს. მნიშვნელოვან ღონისძიებას 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება. მათ შორის იქნებიან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი. აღსანიშნავია, რომ სამიტს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეშიც ეწვევა.

ტიანძინში დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ ჩინეთი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო აღლუმს ჩაატარებს. ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიება ტიანძინის დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდება. პეკინი იმედოვნებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი რეგიონში სტაბილურობას მოიტანს, ქვეყნებს შორის თანამშრომლობას კი გააღრმავებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამიტზე ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი და მალაიზიის პრემიერ-მინისტრი, ანვარ იბრაჰიმიც იქნებიან. აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმი ოქტომბრის თვეში დონალდ ტრამპს და ASEAN-ის წევრი ქვეყნების ლიდერებს კუალა ლუმპურში უმასპინძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები