მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

31 ოქტომბერი მსოფლიოში დაზოგვის დღეა

31 ოქტომბერი მსოფლიოში დაზოგვის დღეა, რასთან დაკავშირებითაც ეროვნული ბანკი კამპანიას იწყებს. მსოფლიო დაზოგვის დღე 1924 წლიდან იღებს სათავეს და საქართველო ამ აღნიშვნას 2012 წლიდან შემოუერთდა. მისი მიზანი დაზოგვის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და წახალისებაა. დაზოგვის დღის ქართული სიმბოლო ჭიანჭველა "გროვიაა“. ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სეგმენტის, მოსწავლე ახალგაზრდების ფინანსური განათლების ამაღლებაზე ზრუნვას განაგრძობს და მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ კამპანიას იწყებს.

სტუმარი: მაია მარქარაშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების უფროსი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები