სამხრეთ კორეის უმსხვილესმა ონლაინ საცალო ვაჭრობის პლატფორმა Coupang-მა ბოდიში მოიხადა მონაცემთა მასიური გაჟონვის გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters წერს.
პერსონალური მონაცემების გაჟონვის შედეგად, გასაჯაროვდა 33.7 მილიონი მომხმარებლის სახელი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მიტანის მისამართი და გარკვეული შეკვეთების ისტორია, მაგრამ არ გავრცელებულა გადახდის დეტალები ან ავტორიზაციის მონაცემები.
Coupang-ი სამხრეთ კორეის Amazon-ად ითვლება, მისი სერვისები კი, განსაკუთრებით Rocket მიტანის სისტემა, ქვეყანაში ძალიან პოპულარულია. კომპანია აცხადებს, რომ მონაცემთა გაჟონვა 18 ნოემბერს აღმოაჩინა და დაუყოვნებლივ აცნობა შესაბამის ორგანოებს.
სამხრეთ კორეის მთავრობა, რომელიც შაბათს საგანგებო სხდომას გამართა, სწავლობს, დაირღვა თუ არა პერსონალური მონაცემების დაცვის წესები. Yonhap News-ის ინფორმაციით, გაჟონვაში ეჭვმიტანილი იყო კომპანიის ყოფილი ჩინელი თანამშრომელი.
სამხრეთ კორეის სახელმწიფო ინტერნეტ-უსაფრთხოების სააგენტომ მომხმარებლებს ურჩია ყურადღებით იყვნენ ფიშინგური შეტყობინებების მიმართ.




























