მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

339-მა საჯარო სკოლამ გაიარა ავტორიზაცია - მინისტრი

აჭარისწყალი სკოლა

2023 წელს განახლებული რეგულაციებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ამოქმედებიდან ადმინისტრაციულ წარმოებაში პირველად ჩაერთო საჯარო სკოლების პირველი ნაკადი, კერძოდ 339-მა საჯარო სკოლამ გაიარა ავტორიზაცია. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

"პროცესი გრძელდება. მიმდინარე წელსაც საჯარო სკოლების მორიგი ნაკადისთვის შესაბამისი მხარდამჭერი აქტივობები მიმდინარეობს და ეს სკოლები 2024 წელს გაივლიან ავტორიზაციას. 2024 წლის მაისის ჩათვლით მხარდაჭერა გაწეულია 100-ზე მეტი საჯარო სკოლისათვის. 2024 წლის მაისის ჩათვლით, წარმოდგენილია 55 სკოლის საავტორიზაციო განაცხადი და დაწყებულია ავტორიზაციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებები", - წერია მინისტრის ანგარიშში სკოლების ავტორიზაციასთან დაკავშირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები