რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა სამანქანო გზა გადაკეტა.
ცნობისთვის, უწყვეტი პროევროპული პროტესტი უკვე 343 დღეა გრძელდება.
განახლება - არსებული ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა აქციის რამდენიმე მონაწილე: მკვლევარი და ფილოლოგი რუსუდან კობახიძე, პედაგოგი ანი ძულიაშვილი, ჟურნალისტი ლეილა ცომაია, პედაგოგი მარინე ნანავა და სტუდენტი გურამ ღონღაძე.




























