მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

$3,700 - ოქროს ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

ოქრო

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. ამჯერად უნცია მეტალის ღირებულებამ 3,700 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 44%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო ერთთვიან პერიოდში ზრდა 11%-ს შეადგენს.

ბოლო დროის განმავლობაში ოქროს გაძვირება დოლარის გაუფასურებით, ამერიკულ სახაზინო ობლიგაციებზე მოთხოვნის შემცირებით და გეოპოლიტიკური რისკების დაგროვებით არის განპირობებული.

ამასთან, ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ მიმდინარე კვირას აშშ-ის ფედერალური რეზერვი რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებს, რაც, თავის მხრივ, დოლარის გაუფასურება და მის წინააღმდეგ ოქროს გაძვირებას შეუწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები