წელს, "ქართულ ოცნებაში" ყველა დონეზე უწყვეტი საკადრო გადაადგილებები მიმდინარეობს.
ცვლილებები არაერთხელ შეეხო მინისტრთა კაბინეტსაც და მიმდინარე წლის 5 თვეში "ოცნების" მთავრობაში პორტფელის იმაზე მეტი მფლობელი შეიცვალა, ვიდრე წინა პერიოდში, რამდენიმე წელში იცვლებოდა.
BM.GE გთავაზობთ "ოცნების" მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას 2025 წლის 1 იანვრიდან დღემდე:
- სპორტის [ახალი] სამინისტრო - 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კულტურისა და სპორტის სამინისტროები გაიყო. კულტურის მინისტრად თინა რუხაძე დარჩა, სპორტის მინისტრად კი, კობახიძემ შალვა გოგოლაძე დანიშნა. იქამდე, კულტურის და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს 2021 წლის მარტში გამოეყო;
- იუსტიციის სამინისტრო - თავდაპირველად ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ანრი ოხანაშვილი წარადგინა. მოგვიანებით ანრი ოხანაშვილი პოსტზე პაატა სალიამ შეცვალა;
- ინფრასტრუქტურის (ახალი) სამინისტრო - 24 აპრილს ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ქარსელაძის წასვლის შესახებ გახდა ცნობილი. მიზეზად, აქაც პირადი განცხადება დასახელდა. "ოცნების" სამთავრობო კაბინეტში ქარსელაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატმა რევაზ სოხაძემ ჩაანაცვლა;
- რეგიონული განვითარების (ახალი) სამინისტრო - 2 აპრილს ირაკლი კობახიძემ გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად წარადგინა. 4 აპრილს გაირკვა, რომ "რიგ საკითხებზე შეუთავსებლობის გამო" ლილუაშვილს რეგიონების განვითარებას აღარ აბარებდნენ. ბოლოს ინფრასტრუქტურიდან გამიჯნული რეგიონული სამინისტრო თბილისის მერის მოადგილეს, კახაბერ გულედანს ჩააბარეს;
- შს სამინისტრო - 28 მაისს პოსტზე ვახტანგ გომელაური გელა გელაძემ შეცვალა.




























