მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"4-დან მძიმე პნევმონიით მხოლოდ ორი პაციენტი რჩება, ორი ჩვეულებრივ განყოფილებაში გადავიყვანეთ" - ეზუგბაია

5e8d736ab7c69
ინგა მურუსიძე
08.04.20 10:50
682

ინფექციურ საავადყოფოში მყოფ კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის მძიმე პნევმონიით მხოლოდ ორი პაციენტი რჩება, - ამის შესახებ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი პაციენტები ეროვნული ბანკის კლასტერს მიეკუთვნებიან.

„გუშინ დილის შემდეგ დაგვემატა 13 ახალი შემთხვევა და გახდა 208. ამ 13 პაციენტიდან 5 არის ჩვენთან. გამოჯანმრთელებული არის 46 შემთხვევა, აქედან 35 არის ჩვენი ცენტრის. გუშინ ჩვენს ცენტრში 24 პაციენტის ტესტირება მოხდა, მათგან 9 განმეორებითი იყო, 6 გამოჯანმრთელდა, ხოლო სამის შემთხვევაში პირველად იყო უარყოფითი პასუხი და უნდა ჩატარდეს განმეორებითი ტესტირება.

მძიმე პნევმონიით 4 მძიმე პაციენტი გვყავდა, მათგან 2 დასტაბილურდა და ჩვეულებრივ განყოფილებაში არიან გადაყვანილი, რაც შეეხება დანარჩენ ორს, ისინი კვლავ მძიმე პნევმონიით რჩებიან, თუმცა გაუმჯობესება შეინიშნება და ალბათ ორ დღეში მათაც ჩვეულებრივ განყოფილებებში გადავიყვანთ.

ახალი ინფციცირებულთაგან 2 არის ეროვნული ბანკის კლასტერი. მათგან ორივე 70 წელს გადაშორებულია და ერთ-ერთს აქვს შაქრიანი დიაბეტი. მათთან ჩატარდება გაფართოებული კვლევები და ხვალ გვეცოდინება პასუხი. ჩვენს ცენტრში არსებული პაციენტების ყველა შემთხვევაში ცნობილია, ისინი არიან კონტაქტები. ეროვნული ბანკის წყარო არის ხალხმრავალი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.


შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 12-ით გაიზარდა და 208 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე არის განთავსებული. პორტალის მიხედვით, კარანტინის რეჟიმშია 4674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 362 პირი. 


ინფიცირებული 208 ადამიანიდან 46 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა..

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები