მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 დეკემბრიდან უნივერსიტეტის ქუჩა გაიხსნება - კახა კალაძე

ფფ

"უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობა 4 დეკემბრიდან აღდგება", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ვიდეო მიმართვისას განაცხადა.

"ფაქტობრივად, სამუშაოები დამთავრებულია და მოძრაობა ორმხრივად ორშაბათიდან იქნება შესაძლებელი. ის დისკომფორტი და პრობლემა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში იყო მოიხსნება", - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა რამდენიმე დღის წინ ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩამოთვალა, რაც უნივერსიტეტის ქუჩაზე ჩატარდა:

"მთლიანად მოხდა აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია, გაკეთდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ქვედა ფენები დაგებულია, სრულდება ტროტუარების მოწყობა და საჰაერო სადენების განთავსების სამუშაოები, მონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი, ეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერებები , პროექტის ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით, ეწყობა ფერდის დამცავი, რომლის სამუშაოებიც ასევე ბოლო ეტაპზეა და უახლოეს დღეებში ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება", - განაცხადა მან.