მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 ევროპარლამენტარი ბორელს ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილის და "რუსული კანონის" მხარდამჭერი დეპუტატების სანქცირებისკენ მოუწოდებს

მმართველი პარტია

4 ევროპარლამენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს მიმართავს და მოუწოდებს, დაიწყოს პერსონალური სანქციების მომზადება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქვეყანას ევროპულ მომავალს აშორებენ. კერძოდ, საუბარია ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის და იმ დეპუტატების სანქცირებაზე, რომლებიც "რუსულ კანონს" მხარს უჭერენ.

ჯოზეფ ბორელისთვის გაგზავნილი მიმართვის ტექსტს ევროპარლამენტარი თიის როიტენი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"დღეს დილით საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო დაჩქარებული წესით შესაძლო მიღებისა და საქართველოს თავისუფალი პროევროპელი ხალხის მხარდაჭერის საჭიროებიდან გამომდინარე, გვსურს შემდეგი გადაუდებელი კითხვები დაგისვათ",- აღნიშნულია წერილში, რომელშიც შემდეგი სამი კითხვაა მოყვანილი:

  1. შესთავაზებთ თუ არა 27 მაისის საგარეო საქმეთა საბჭოს წინ ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის წინააღმდეგ მიზნობრივი შემაკავებელი ზომების დაუყოვნებლივ დაწესების შესახებ, ისევე როგორც ასეთი ზომების დაწესებაზე საქართველოს პარლამენტის ყველა დეპუტატის წინააღმდეგ, რომელიც ხმას აძლევს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ და მასზე პრეზიდენტის მიერ დადებული ნებისმიერი პოტენციური ვეტოს გაუქმებას?
  2. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი დაავალებთ თუ არა საგარეო ქმედებათა სამსახურს (EEAS) და გენერალურ დირექტორატს (DG NEAR), შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის ურთიერთობები საქართველოს მთავრობასთან, რომლის მიზანი არაა კანონის გაუქმება, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად გადანაწილებით და თავის შეკავებით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისგან, სანამ კანონი ძალაში იქნება?
  3. იღებთ თუ არა კანონის მიღებისთანავე ევროკავშირში საქართველოს ელჩის დაბარების ვალდებულებას, რათა გადასცეთ ევროკავშირის მხრიდან დაგმობა და განზრახვა ზემოაღნიშნული ზომების მიღებასთან დაკავშირებით. განხილული იქნება თუ არა საქართველოდან ევროკავშირის ელჩის გაწვევა კონსულტაციებისთვის ?

წერილი ავტორები შემდეგი ევროპარლამენტარები არიან: თიის როიტენი, ვიოლა ფონ კრამონი, პეტრას აუსტრევიჩუსი და მირიამ ლექსმანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები