მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

4 მარტს, პარლამენტში შალვა პაპუაშვილი წლიურ ანგარიშს წარადგენს

პაპუაშვილი პარლამენტი

4 მარტს, საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშით შალვა პაპუაშვილი წარდგება. ამის შესახებ მან დღეს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, ერთი პლენარული სხდომა გაიმართება.

„ოთხშაბათს, 4 მარტს პლენარულ სესიაზე მე წლიური ანგარიშით წარვდგები, შესაბამისად, ოთხშაბათს იქნება თავდაპირველად ჩემი ანგარიში, შემდეგ მიმდინარე კანონპროექტებს განვიხილავთ და თუ დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვის მოთხოვნა არ იქნება მომავალ კვირას ერთი პლენარული სხდომა გაიმართება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები